ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

ვაშაძე ევტუშენკოვ-ივანიშვილზე: შვილს გეფიცებით, ჩანაწერს პრინციპულად არ მოვუსმინე

არ მომისმენია მე იმ ჩანაწერისთვის, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გეფიცები, პრინციპული პოზიციის გამო. როგორც არ ვუსმენდი არცერთ იმ ჩანაწერს, რომელიც თუნდაც მიშაზე, თემო ალასანიაზე და ასე შემდეგ იყო. იმიტომ, რომ ჩვენ, პოლიტიკაში ეს ჩანაწერები საერთოდ არ უნდა იყოს ფაქტორი.

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე TV პირველის ეთერში. 25 აპრილს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კომენტარები