დეივ შაპელი

კომიკოს დეივ შაპელს სცენაზე თავს დაესხნენ

Sky News

კომიკოს დეივ შაპელს დანით შეიარაღებული უცნობი კაცი თავს დაესხა, როდესაც მას ლოს-ანჯელესში, Hollywood Bowl-ის არენაზე სტენდაპ გამოსვლა ჰქონდა. 

წარმოდგენაზე მყოფმა ერთ-ერთმა მსმენელმა თავდასხმის კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

კომიკოსი არ დაშავებულა, თავდამსხმელი კი დაცვამ გაიყვანა. აუდიტორიიდან სცენაზე შაპელის დასახმარებლად მსახიობი ჯეიმი ფოქსი და რეპერი ბასტა რაიმსი ავიდნენ. 

თავდამსხმელი 23 წლის რეპერი, ისაია ლი აღმოჩნდა. მას მომაკვიდნებელი იარაღით თავდასხმა ედება ბრალად, დაკავებულს $30 000-ის ოდენობის გირაოს გადახდა მოუწევს.

ინციდენტის შემდეგ სცენაზე კულისებში მყოფი კიდევ ერთი კომიკოსი, კრის როკი გამოვიდა და იხუმრა: "მგონი, ეს უილ სმიტი იყო".

კომენტარები