რეკლამა

(რ) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკმას მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის დააჯილდოვა

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის  Sustainable Client Excellence Award 2021- ის გამარჯვებულად დაასახელა. ბანკს ჯილდო ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის გადაეცა. 

"დღევანდელ კონკურენტულ გარემოში გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად ხარჯების შემცირება და გაუმჯობესებული სერვისი, რომელსაც STP უზრუნველყოფს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ ჯილდოს შეფასების საფუძველი, ისევე როგორც წინა წლებში, იყო ავტომატური წესით გადარიცხვების STP მიმართულება. გარდა ამისა, გვინდოდა შეგვეფასებინა ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს წარმატებული მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა“, - აცხადებს Deutsche Bank-ის მმართველი დირექტორი და ფულადი სახსრების მართვის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ ვაგნერი. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2021 წელს სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.’’ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები