მესმის, რომ უკრაინა ომშია და იქ ახლა ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ მემგონი, ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ. უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება. რაც არ არსებობს, იმაში ნუ გვადანაშაულებენ და მეორე, როცა ძებნილ პირებს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ, ამაზე რომ მკაცრი პასუხი არ გვაქვს და რბილად ვეუბნებით იმიტომ, რომ მეგობარი ქვეყანაა, ამის საპასუხოდ ნუ ვიღებთ იმ აგრესიას, რომელიც არ დაგვიმსახურებია.
უკრაინა-საქართველო
დავითულიანი: უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს არ ეკითხებათ, ვინ იქნება ჩვენს მთავრობაში
tbl.ge/5znj
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას. "ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია" - თქვა პოდოლიაკმა.
ამავე თემაზე
- ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა
- ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას - ზელენსკი საქართველოზე
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან საუბარზე: ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით
- ოცნებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა




