მოლდოვა

მოლდოვის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

Teiss

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა. სამსახურის ცნობით, თავდასხმის უკან პრორუს ჰაკერთა ჯგუფი KILLNET-ი დგას.

"კიბერშეტევა მიეწერება პრორუსულ ჯგუფ KILLNET-ს, რომელიც მოქმედებს ჰაქტივიზმის პრინციპებზე და სპეციალიზებულია DDoS თავდასხმებში იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მათ მიერ უკრაინის მხარდამჭერებად არიან მიჩნეული. ჯგუფმა მსგავსი თავდასხმები განახორციელა ევროკავშირის ზოგიერთ სახელისუფლებო ვებგვერდებსა და NATO-ს კიბერ ინფრასტრუქტურაზე, ხოლო შემდეგ დღეს თავს დაესხნენ რუმინეთის საჯარო უწყებების ვებგვერდებს". – ნათქვამია მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სამსახური აღნიშნავს, რომ თავდასხმას არ აქვს პირდაპირი გავლენა სამთავრობო საინფორმაციო რესურსებისა და სისტემების ფუნქციონირებაზე.

კომენტარები