IRI-ის კვლევა

IRI: 76% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად ან ნაწილობრივ გაუარესდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად ან ნაწილობრივ გაუარესდა. შესაბამის კითხვაზე 1%-ზე ნაკლები ამბობს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, 5%-სთვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 18% ამბობს, რომ იგივე დარჩა, 31%-სთვის ნაწილობრივ გაუარესდა, ხოლო 45%-სთვის მკვეთრად გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე, ყველაზე მეტი გამოკითხული მიუთითებს ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე. აქამდე, ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი 2021 წელს იყო (39%), ხოლო ყველაზე დაბალი - 2013 წელს (1%).

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

კომენტარები