რაც შეეხება იმ ჩანაწერებს, აი, დავუშვათ, ერთი წუთით, რომ ყველაფერი იქ არის სიმართლე, რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე არის ლაპარაკი, დავუშვათ ასეა, მერე? ვინ რას ხედავს მიუღებელს ან ქვეყნისთვის ან... მსგავსი არაფერი არ არის.
tbl.ge/5z82
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში. ის Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო.
ქართული ოცნებასოზარ სუბარიბიძინა ივანიშვილივლადიმირ ევტუშენკოვიივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




