ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

სამადაშვილი: გვაქვს ინიციატივა, პარლამენტში მობრძანდეს პრემიერი და უპასუხოს ყველა კითხვას

რადგან არ გვაქვს შესაძლებლობა ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით და ამაზე ფორმალურად მივმართავთ შესაბამისად, რომ ინტერპელაციის პროცედურით საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში მობრძანდეს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და მათ შორის გუშინდელ ჩანაწერებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდება და უახლოეს მომავალში ველოდებით ივანიშვილის პირად თანაშემწე ღარიბაშვილს.

თქვა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა.

კომენტარები