საფრანგეთი

ლე პენმა მარცხი აღიარა და საკუთარ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა

ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. მისი თქმით, მარცხის მიუხედავად, მისი შედეგები მაინც გამარჯვებაა. მან დასძინა, რომ ის დაიწყებს "დიდ ბრძოლას საკანონმდებლო არჩევნებისთვის", რომელიც ივნისში უნდა ჩატარდეს.

გამოსვლის დასასრულს, მარინ ლე პენმა თავის მხარდამჭერებთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი შეასრულა. 

ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

კომენტარები