საქართველო-აშშ

კუნსი: დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, ძლიერ ეკონომიკას

ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას. დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას.

თქვა საქართველოში აშშ-ს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კრის კუნსმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები