საქართველო-აშშ

სენატორი კუნსი: უკრაინის დახმარებით ვაჩვენებთ, რომ წინა შემთხვევებიდან რაღაც ვისწავლეთ

ტაბულა

21 აპრილს აშშ-ს სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვია. პრესკონფერენციაზე კონგრესის წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს. 

სენატორ კუნსის თქმით, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, დასავლეთმა გამოხატოს ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ხოლო უკრაინელი ხალხის დახმარება და ერთიანობა არის საუკეთესო გზა ჩვენების, დასავლეთმა გაკვეთილი გამოიტანა წარსული გამოცდილებებიდან, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდანაც.

"ჩვენი მადლობელი ვართ იმ ერთიანობით, რასაც დასავლეთი ავლენს უკრაინაში სასტიკ შეჭრასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლახანს გვქონდა შეხვედრა ჩვენს მეგობრებთან NATO-დან. ისინი ჯგუფებს გზავნიან უკრაინაში, რათა მოხდეს რუსეთის მიერ ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების დოკუმენტირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის გამოაშკარავება, რომ ჩვენ გვჯერა, უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა ხდება და ამისთვის საჭიროა პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ უფრო ძლიერ და უფრო დახვეწილი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, რომელიც შეესაბამება უკრაინელების მიერ ნაჩვენებ სიმამაცეს. ქართველმა ხალხმა, როგორც სხვა ქვეყნებმა, ნამდვილად იცის რუსეთის ქვეყანაში შეჭრისა და აგრესიის მიერ გამოწვეული ტკივილი. ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, წინსვლა, ერთად მუშაობა, ერთიანობის დემონსტრირება და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების უზრუნველყოფა არის საუკთესო გზა, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ რაღაც ვისწავლეთ წინა შემთხვევებიდან". – თქვა კუნსმა

კომენტარები