ქართული ოცნება

სუბარი: ქართული ოცნებისთვის ყველანაირ ამბიციაზე მაღლა სამშობლოს მსახურება დგას

ორ რამეს გამოვყოფ. პირველი, ეს არის ადამიანის ღირსება და ადამიანი, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში დადგა. დღეს მთავარი არის სწორედ ადამიანის ღირსება და უფლებები. და მეორე, სამშობლოს მსახურება. სამშობლო, საქართველო, ყველაფერზე მაღლაა, ყველანაირ ამბიციაზე მაღლაა. სწორედ ეს ორი რამ არის, რაც ქართული ოცნების საფუძველში ჩადო მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რასაც დღემდე ემსახურება პარტია. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მთავარი ღერძი და ღირებულებები უცვლელია.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა. 2022 წლის 21 აპრილს პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ოფიციალურად დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა.

კომენტარები