რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე ლიკვიდირებულია 21 000 ოკუპანტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ლიკვიდირებულია 21 000 რუსი სამხედრო. ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს. 

უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 21 000 სამხედრო,
  • ტანკები - 829
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 118
  • საარტილერიო სისტემები - 393
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 136
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 67
  • თვითმფრინავი -  172
  • ვერტმფრენები - 151
  • გემები / ნავები - 8
  • საწვავის ავზები - 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 166
  • სპეციალური აღჭურვილობა - 27

გენერალურმა შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები