Spider-Man: No Way Home

მარველის ფანმა ახალი ადამიანი-ობობა 292-ჯერ ნახა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

American Post

ფლორიდელმა რამირო ალანისმა კინოთეატრში ერთი და იგივე ფილმის ნახვის ახალი რეკორდი დაამყარა. მარველის თაყვანისმცემელმა ახალ ადამიანი-ობობას კინოთეატრში 292-ჯერ უყურა.

მთლიანობაში ალანისმა კინოთეატრში 30 დღე, ანუ 720 საათი გაატარა. პიტერ პარკერის თავგადასავლებს რეკორდსმენი 2021 წლის 16 დეკემბრიდან, 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით ადევნებდა თვალს. 

ალანისმა პირველ რიგში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მარველის ფანმა შურისმაძიებლების ბოლო ნაწილს კინოთეატრში 191-ჯერ უყურა. 

აქამდე გინესის რეკორდსმენი არნო კლაინსი იყო. ფრანგი ახალგაზრდა ფილმს Kaamelott - Premier volet კინოთეატრში 204-ჯერ ნახა.

Spider-Man: No Way Home-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები