ფულადი გზავნილები

მარტში რუსეთიდან საქართველოში $27 მილიონი გადმოირიცხა, თებერვალში – $22 მილიონი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში 27 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ფულადი გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი კვლავ მეორე ადგილზეა იტალიის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გადმორიცხული თანხის ოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.12%-ით ნაკლებია, თუმცა, გასულ თვესთან შედარებით მეტია. კერძოდ, 2022 წლის თებერვლის თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა 21.94 მილიონი დოლარი იყო, რაც მარტის თვესთან შედარებით 5 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.6%-ით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 44.61% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 53.39% კი დანარჩენ ქვეყნებზე.

კომენტარები