უილ სმიტი

კრის როკის ძმა უილ სმიტს კრივის მატჩს სთავაზობს

Sportskeeda

კენი როკი მსახიობია, რომელმაც ახლო წარსულში მოკრივის კარიერა დაიწყო. ის პირველი მოწინააღმდეგის მოლოდინშია. თავად როკმა სპარინგი უილ სმიტს შეთავაზა.

"კარგი იქნებოდა რინგზე უილ სმიტს რომ შევხვედროდი. არანაირი ზედმეტი ლაპარაკი, მუშტებმა თქვან სათქმელი". – ამბობს მოკრივე.

როკის თქმით უფროს ძმას არ შეხვედრია, მაგრამ ტელეფონით ესაუბრა:

"ძალიან მეეჭვება, რომ კრისს სმიტისთვის ის ამბავი ეპატიებინა".

28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

მეორე დღეს უილ სმიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კომიკოსს ბოდიში მოუხადა. კრის როკმა სმიტს პოლიციაში არ უჩივლა.

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით უილ სმიტს ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აეკრძალა.

კომენტარები