ჩულპან ხამატოვა

ჩულპან ხამატოვა: მზად ვარ უარი ვთქვა ამ საბჭოთა გადმონაშთზე, სახალხო არტისტის წოდებაზე

Forbes

ლატვიურ ტელევიზიასთან საუბარში რუსმა მსახიობმა, ჩულპან ხამატოვამ რუსეთის სახალხო არტისტის წოდებაზე ილაპარაკა.

"სახალხო არტისტის წოდება რაღაც ბოდვაა, საბჭოური გადმონაშთი, თუ წამართმევენ, მივცემ. არც კი ვიცი რას ნიშნას ეს წოდება. უყვართ ჩემი "რუსეთის სახალხო არტისტად" მოხსენიება და ყოველთვის ვთხოვ, რომ ამ წოდებით არ წარმადგინონ. ჩემთვის პროფესიული დაფასება წოდებასთან კავშირში არ არის". – ამბობს მსახიობი.

მსახიობის თქმით მან რამდენიმე სახელმწიფო პრემიაზე უარი თქვა, ერთ-ერთის მიღებას არ დაესწრო, ჯილდოდ გადმოცემული თანხა კი ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებებთნ მებრძოლ ფონდში გადარიცხა.

2022 წლის 23 მარტს ხამატოვამ თეატრი Современник დატოვა და შვილებთან ერთად ლატვიაში გაემგზავრა.

"არ მინდა რუსეთში დაბრუნება, იქ ან სინდისს დავკარგავ ან ციხეში მოვხვდები. რუსეთში, რომ ვიცხოვრო თვალი უნდა დავხუჭო სიმართლეზე, არ ვთქვა რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მოვატყუო საკუთარი თავი და მთელი სამყარო". – ასე ახსნა რუსეთიდან თავისი წასვლის მიზეზი ხამატოვამ. 

კომენტარები