მიშა მშვილდაძე

მიშა მშვილდაძე Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. მშვილდაძის თქმით, საქმე მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება.

ფორმულას ცნობით, მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

მიშა მშვილდაძემ 4 აპრილს პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომით უკრაინა "დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა".

"ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? – თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა". – დაწერა მიშა მშვილდაძემ 4 აპრილს.

მშვილდაძე ამბობს, რომ Facebook პოსტი მხოლოდ სხვადასხვა სცენარის ნაწილია, რომელსაც მოქალაქეები განიხილავენ და მას არაფერი მოჰყოლია.

კომენტარები