საქართველო-უკრაინა

პრემიერი: სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, 400 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში

კიდევ და კიდევ უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას. ჰუმანიტარულ დონეზე ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ.

ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები