რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ინდოეთი რუსეთთან ეკონომიკური ტრანზაქციების სტაბილიზაციას ცდილობს

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრამანიამ ჯაიშანკარი
REUTERS

დღეს, 6 აპრილს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრამანიამ ჯაიშანკარის თქმით, მთავრობა რუსეთთან ეკონომიკური ტრანზაქციების სტაბილიზაციაზე თანამშრომლობს. მას შემდეგ რაც, ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ტ.ს ტირუმურტი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ მკვლელობა დაგმო და ღია გამოძიების დაწყებას დაუჭირა მხარი.

"ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ მკვლელობებს და ღია გამოძიების დაწყებას მხარს ვუჭერთ. სიტუაცია უკრაინაში არ გაუმჯობესებულა, მეტიც, ის მხოლოდ გაუარესდა". – თქვა ტ.ს ტირუმურტიმ

ჯაიშანკარის თქმით, რუსეთი ინდოეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად რჩება და „ინდოეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციის“ მცდელობები მიმდინარეობს.

რუსეთი არის ინდოეთისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელი. თუმცა  წლიური ვაჭრობა დაბალია,რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადი ნაწილი სასუქსა და ზეთზე მოდის.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ინდოეთის მთავრობა რუპია-რუბლის სავაჭრო სისტემის ჩამოყალიბებას ცდილობდა.

გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ინდოეთი არის ერთადერთი Quad ჯგუფს შორის, რომელსაც ჰქონდა ორაზროვანი მიდგომა რუსეთის წინააღდეგ.

ამასთან ერთად, ინდოეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს აგრძელებს. ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსეთი ნავთობის ექსპორტისთვის ახალ ბაზრებს ეძებს, ხოლო ინდოეთი შეღავათიანი ფასებით სარგებლობს. 

აშშ-ს პოზიციით, ნავთობის იმპორტი, ფაქტობრივად, არ არღვევს სანქციებს, თუმცა, ამ სიტუაციაში რუსეთის ეკონომიკური მხარდაჭერა იგივეა, რაც უკრაინაში მისი დამანგრეველ შედეგების გამართლება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები