რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი ევროპარლამენტში: პუტინი არ და ვერ მოიგებს ამ ომს

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და მატერიალური კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, შევქმნათ უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდი. მოკლევადიან პერიოდში, ის მხარს დაუჭერს უკრაინის სახელმწიფოს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, უზრუნველყოფს მასიურ ინვესტიციებსა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას. 

რამდენიმე კვირის წინ, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თქვენმა ასამბლეამ დროულად და სამართლიანად მოიწვია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის, როგორც ეს ჩვენ, ევროპულ საბჭოში გავაკეთეთ, ხოლო ის სიტყვები კვლავ ჟღერს ჩვენს გულებში და თავებში. მისი გზავნილი ჩვენთვის გამოწვევა იყო, მან გვკითხა: "ხართ ნამდვილი ევროპელები?" ეს შეკითხვა ომის დაწყების შემდეგ, ყოველ წუთს მაწუხებს და რადგან ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ამის შესაბამისად, რადგან ჩვენ გვინდა, ვიყოთ ნამდვილი ევროპელები, გამძლეობაში, თვითკონტროლსა და ერთიანობაშია გამოსავალი. ვლადიმირ პუტინი არ და ვერ მოიგებს ამ ომს. იმიტომ, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებს ევროპის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებები.

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიმართვა ევროპარლამენტში

კომენტარები