რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყაზახეთის პრეზიდენტი: ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

"ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას"- ამბობს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ამერიკულ გამოცემა The National Interest-თან. 

მისივე თქმით, ევროპას მსგავსი მასშტაბის ტრაგედია დიდი ხანია არ განუცდია. 

"ყაზახეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს რუსეთთან, რაც განაპირობებს განსაკუთრებულ ურთიერთობას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ამასთან, უკრაინასთან გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა".- ამბობს თოყაევი.

მისივე თქმით, ყაზახეთი მზადაა რუსეთ-უკრაინას შორის შუამავალი იყოს. 

"მე უშუალო კონტაქტში ვიყავი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმერ ზელენსკისთან, მოვუწოდებდი დიალოგისკენ და საომარი მოქმედებების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ყაზახეთს სურს და შეუძლია გააგრძელოს საერთაშორისო შუამავლის როლი".- თქვა მან. 

კომენტარები