რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გენშტაბი: რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოკუპანტებმა 18 600 სამხედრო დაკარგეს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოკუპანტებმა 18 600 სამხედრო დაკარგეს. რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 6 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 18 600 ადამიანი,
  • ტანკები - 684
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 861
  • საარტილერიო სისტემები - 332
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 107
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 55
  • თვითმფრინავი -  150
  • ვერტმფრენები - 135
  • გემები / ნავები - 7
  • საწვავის ავზები - 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 96
  • სპეციალური აღჭურვილობა - 25

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები