რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვენში: ECB-მ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი კვლავ 0%-მდე აწიოს

ბელგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, პიერ ვუნშის თქმით, მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ევროპის ცენტრალურ ბანკს შეუძლია საპროცენტო განაკვეთი კვლავ 0%-მდე აწიოს. 

2014 წლის შემდეგ, ECB უარყოფით განაკვეთს ინარჩუნებდა ისე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ის არ შეცვლილა, თუმცა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ახლა მინუს 0.5% სადეპოზიტო განაკვეთის ზრდის საკითხს სულ უფრო და უფრო აქტუალურს ხდის. 

გერმანიის, ნიდერლანდებისა და ავსტრიის ცენტრალური ბანკების მმართველებმა, რომლებიც ყველაზე კონსერვატორ საპროცენტო განაკვეთების დამდგენებად აღიქმებიან მმართველ საბჭოში, ასევე დაიწყეს მსჯელობა განაკვეთის გაზრდის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად რეალურია საპროცენტო განაკვეთის ზრდის შანსი.

ვუნშმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ბელგიამ ეკონომიკური რეცესია განიცადოს იმ შემთხვევაში, თუ იგი რუსეთისგან ბუნებრივ აირს ვეღარ იყიდის, თუმცა, პიერ ვუნშმის აზრით, არსებულ ვითარებაში, ეს უმცირესია, რისი გადახდაც მოუწევთ.

"არც ისე ცუდია მაშინ, როდესაც ვხედავ, რა ხდება უკრაინაში. დროებითი რეცესიაც კი მხოლოდ დეტალია უკრაინის ეკონომიკურ ვარდნასა და ათასობით ადამიანის სიკვდილთან შედარებით" - ამბობს ბელგიის ცენტრალური ბანკის დირექტორი.

კომენტარები