ლუი ვან გაალი

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლუი ვან გაალი სიმსივნეს ებრძვის

ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლუი ვან გაალი პროსტატის სიმსივნეს ებრძვის. ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ამის შესახებ Humberto-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

ვან გაალის თქმით, საერთაშორისო შეხვედრების დროს ის ფეხბურთელებისგან დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. 

"არ მინდოდა ჩემი ფეხბურთელებისთვის ამის ტქმა, რადგან ამას შეეძლო მათ თამაშზე გავლენა მოეხდინა. [..] ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ყოფნის ყოველ ეტაპზე მიწევდა ღამით საავადმყოფოში წასვლა, ისე, რომ ფეხბურთელებს არ გაეგოთ. ვფიქრობდი, რომ ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ არ ვარ". – თქვა ვან გაალმა

ლუის ვან გაალმა 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან ერთად მე-3 ადგილი დაიკავა. ის ნაკრების მწვრთნელად 2021 წელს დაბრუნდა და ეროვნულ ნაკრებს 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.

70 წლის ნიდერლანდელს თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე არაერთი ტიტული აქვს მოგებული ბარსელონასთან, მიუნხენის ბაიერნთან, ალკმაართან ერთად. მან ასევე 1995 წელს აიაქსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. 

2014- 2016 წლებში ვან გაალი ასევე მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი იყო, სანამ ის ჟოზე მოურინიომ არ ჩაანაცვლა. 

კომენტარები