ჟერარ დეპარდიე

ჟერარ დეპარდიე: რუსი ხალხი პასუხისმგებელი არ არის პუტინის შეშლილ ქმედებებზე

Forum Gazeta

ჟერარ დეპარდიემ ბოლო ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა.

"რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მათი ლიდერების მიუღებელ და შეშლილ ქმედებებზე, როგორიც ვლადიმირ პუტინია". – თქვა ფრანგმა მსახიობმა.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დეპარდიემ ომი შემდეგი სიტყვებით დაგმო: "რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები". 

დეპარდიე 2013 წელს რუსეთში საცხოვრებლად გადავიდა და მალევე მოქალაქეობაც მიიღო. მსახიობი საფრანგეთის საგადასახადო სისტემას გამოექცა. სხვადასხვა დროს, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პუტინის მეგობარია. ასევე რუსეთს დიდებული დემოკრატიის ქვეყანა უწოდა, ხოლო მისი მმართველი რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს შეადარა.

კომენტარები