ჰოლივუდი

უილ სმიტს შესაძლოა ოსკარი ჩამოართვან

New Yorker

გამოცემა CNN-ის ცნობით ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტის განხილვა დაიწყო.

კინოაკადემიას უფლება აქვს უილ სმიტი საკუთარი რიგებიდან გარიცხოს და ასევე გადაცემული ჯილდო ჩამოართვას.

დაჯილდოებაზე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა, მოგვიანებით კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიზეზი როკის მიერ მსახიობის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის მისამართით ნათქვამი ხუმრობა გახდა. 

ოსკარის მისაღებად სცენაზე ასულმა სმიტმა აკადემიას მოუბოდიშა, ხოლო კრის როკს ბოდიში მეორე დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მოუხადა. 

კრის როკმა მსახიობს პოლიციაში არ უჩივლა. აკადემიამ კი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ძალადობა დაგმო.

კომენტარები