მადლენ ოლბრაიტი

აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი, მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა, ის 84 წლის იყო.

მისი გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის თანამშრომლებმა მეილით მიიღეს.

ტვიტერზე ოლბრაიტის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და მისი გარდაცვალება დაადასრუტა.

"ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ჩვენ დავკარგეთ მოსიყვარულე დედა, ბებია, და დეიდა და მეგობარი". – ვკითხულობთ განცხადებაში.

მადლენ ოლბრაიტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1997-2001 წლებში, პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობის დროს იყო. ის აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი გახლდათ. ოლბრაიტი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ლტოლვილად 1948 წელს, ჩეხეთიდან ჩავიდა, ქვეყნის მოქალაქეობა კი 1957-ში მიიღო. 1993 წელს ის გაეროში აშშ-ს ელჩად დაინიშნა. 2012 წელს მას ბარაკ ობამამ ყველაზე მაღალი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიანიჭა.

კომენტარები