Bon Jovi

BON JOVI-მ ვიდეო გააზიარა, რომელშიც ბენდის ჰიტის ფონზე ოდესელები თავდაცვისთვის ემზადებიან

როკ ჯგუფმა Bon Jovi საკუთარ გვერდზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ბენდის ჰიტის It's My Life ფონზე ოდესელები სანაპიროს თავდაცვით კონსტრუქციებს აგებენ.

პოსტს ახლავს წარწერა: "მათთვის ვინც თავის სიმართლეს იცავს, დიდება უკრაინას"(This is for the ones who stood their ground), ფრაზა სიმღერის It's My Life-ის ტექსტში გვხვდება.

ვიდეოში ოდესის მოქალაქეები სანაპიროს ამაგრებენ, ფონად კი სიმღერა ისმის. ბენდის მიერ გაზიარებულმა პოსტმა მილიონზე მეტი ნახვა და 50 000-ზე მეტი რეაქცია დაიმსახურა.

2000 წელს გამოშვებული ჰიტით It's My Life პოპ როკ ბენდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩარტების სათავეებში დაბრუნდა.

ოდესა სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქია, რომელსაც უკრაინელი სამხედროები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ომის დაწყებიდან ამაგრებენ.

კომენტარები