ავიაკატასტროფა

China Eastern Airlines–ის თვითმფრინავი 133 მგზავრით ჩამოვარდა

FABRIZIO GANDOLFO/SOPA IMAGES/LIGHTROCKET

China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც 133 მგზავრით შიდა ფრენას ასრულებდა, გუანცის პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა

რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ჯერჯერობით, უცნობია. FlightRadar24-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 6 წლის წინ შევიდა. 

ბოლო ათწლეულის მონაცემებით, ჩინეთის ავიახაზების ინდუსტრია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საავიაციო უსაფრთხოების ქსელის თანახმად, ჩინეთში ბოლო ავიაკატასტროფა  2010 წელს მოხდა, როდესაც  დაბალი ხილვადობის გამო Embraer E-190 რეგიონული თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 დაიღუპა. 

კომენტარები