გასული დღის განმავლობაში რუბიჟნესა და სევეროდონეცკში დაბომბვისას რუსებმა სამი ადამიანი მოკლეს, აქედან 2 ბავშვია
ინფორმაციას ლუგანსკის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუბეჟნოეში და სევეროდონეცკში რუსებმა 24 სახლი გაანადგრუეს. აქედან - 12 მრავალბინიანი და 12 კერძო საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო დაწესებულება რუბიჟნოეში, საწყობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. მაშველებმა შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გარდა ამისა, გაიდაის ინფორმაციით, რეგიონში 23 დასახლება მთლიანად და 7 ნაწილობრივ გაზის გარეშე რჩება, ჯამში დაახლოებით 35 000 აბონენტი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





