ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო პუტინზე: ის ყველა ჩვენგანის დაკრძალვაზე კიდევ ბევრჯერ გაცივდება

ჩვენ არა უბრალოდ ვხვდებოდით, როგორც მეთაურები. მე ამ ადამიანთან მეგობრულ ურთიერთობაში ვარ. ყურადღებას ვაქცევ მის აბსოლუტურად ყველა დეტალს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სახელმწიფოსაც და პირადულსაც. ბევრჯერ შევხვედრილვართ და შევხვდებით, ნებისმიერ დროს. ის დამირეკავს, მე დავურეკავ. საუბარი დაგვჭირდება თუ შეხვედრა, არ იქნება პრობლემა. 

ვიცი რატომ დამისვით ეს კითხვა. თუ გგონიათ, რომ პრეზიდენტი პუტინი ფიზიკურად ჯანმრთელად არაა, ან კიდევ რამე მოუვიდა. ის, როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია. ის ბევრჯერ გაცივდება ყველა ჩვენგანის დაკრძალვაზე, როგორც ჩვენთან ამბობენ. აბსოლუტურად ადეკვატური და ნორმალური ადამიანია. ამიტომ, დაე, დასავლეთმა და თქვენც ამოიგდეთ თავიდან ეს, როგორც ჩვენთან ამბობენ, სისულელე, ეს გამოგონილი. პუტინი აბსოლუტურად ადეკვატურია. ის ფორმაშია ისე, როგორც არასდროს. ასრულებს ფუნქციურ ვალდებულებებს კონსტიტუციის მიხედვით. ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი, იქ ახლა ხელისუფლებასა და პარლამენტს დიდი ძალაუფლება აქვთ. პრეზიდენტს ძალაუფლება შეუმცირდა. ის სრულად ჯანმრთელი ადამიანია. ფიზიკურად ჯანმრთელი. ის სპორტსმენია. მთელი ეს საუბრები იმისთვისაა, რომ რუსეთის შიგნით პრეზიდენტის მიმართ ნდობა დააზიანონ. არ გამოუვათ.

უპასუხა ლუკაშენკომ იაპონელი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ის ვლადიმირ პუტინს.

კომენტარები