ვაჭრობა რუსეთთან

პაპაშვილი: რუსეთს თუ დაბალი ხარისხის რძის პროდუქტს მივაწვდით, გლეხობისთვის დიდი შეღავათია

მსოფლიოში მიწოდება დიფერენცირებულია ხარისხის მიხედვით, ჩვენ თუ ევროპისკენ მივისწრაფვით ყველა მიმართულებით, იქ უმაღლეს ხარისხზე დაბალი ხარისხის შეშვება ადამიანების მოხმარებისთვის არის აკრძალული. ჩვენ ყველა მიმართულებით მივისწრაფვით ევროპისკენ და, რატომღაც, გვავიწყდება, ეს რძის პროდუქტების წარმოება, რომელიც ზღუდავს ნებისმიერი დაბალი ხარისხის შეშვებას გადასამუშავებლად. 

რუსეთის ბაზარს თუ მიაწვდიან სოფელში წარმოებულ ყველს და სოფლის რძით წარმოებულ რძეს, ჩვენთვის, პირიქით, კარგი იქნება. ეს ყველაზე დაბალი ხარისხია და თუ მოვახერხეთ და ეს გავიტანეთ სადმე, რუსეთი იქნება თუ სხვა, ძალიან დიდი შეღავათი იქნება გლეხობისთვის და სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაადვილებისთვის. მათ, პრაქტიკულად, თითქმის არ უჯდებათ ეს ფასი, უბრალოდ, მწვანე ბალახის მოხმარებაა და გარეთ ჰყავთ გაშვებული. 

ამბობს ბიზნესმენი, ყვარლის ბაგას მფლობელი, ლაშა პაპაშვილი საქმიან დილასთან ინტერვიუში. 

კომენტარები