რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია: ხვალ, 19 მარტს პარლამენტთან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მივაგებთ პატივს

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხვალ, 19 მარტს, 15:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინაში დაღუპულ ორი ქართველ მებრძოლის ფოტოებს მიიტანენ და პატივს მიაგებენ.

"დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.

ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა". – წერს ელენე ხოშტარია.

დღეს, 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში 2 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილი გაარცელა, რომელიც ფრონტის ხაზზე უკრაინის მხარეს იბრძვის.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საბრძოლველად და დასახმარებლად საქართველოდან არაერთი მოხალისე გაემგზავრა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები