კრიმინალი

დიდუბეში 4 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 3 ძმაა

ტაბულა

დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე 4 ადამიანი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 3 ძმაა. მომხდარი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. როგორც ცნობილია, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები