კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პანდემია არსად წასულა, ომმა, რა თქმა უნდა, ყველა გამოწვევა გადაფარა

პანდემია არსად წასულა, პანდემია არ დამთავრებულა. რუსეთის თავდასხმისა და შეჭრის შემდეგ, იქ [უკრაინაში] ნამდვილი ომია და, რა თქმა უნდა, ომმა გადაფარა პანდემიაც და გადაფარა ყველა გამოწვევა, რაც დღეს არსებობს.

ჯერჯერობით, არც პანდემია არ დასრულებულა და ჩვენთან არც მეექვსე ტალღა არ დასრულებულა. ჩვენ ახლა ვართ მეექვსე ტალღის ე.წ. დაღმავალ ფერდზე. თუ ეს ვირუსი ევოლუციის კანონებს ემორჩილება, მაშინ ის თანდათან უნდა მინელდეს და შემოდგომაზე მოგვევლინოს, როგორც სეზონური ვირუსი და დაგვჭირდება ალბათ სეზონური აცრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე TV იმედთან.

კომენტარები