თუ მე ამით ვიხეირებ, დაე მოდი ნუ მიიღებს ქართველი ხალხი და ახალგაზრდები უვიზო რეჟიმს და მე ვარ თავად ამის მოწმე, როდესაც ბრიუსელში საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილები იყვნენ სამი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან და მათ ხელმძღვანელობდა ბატონი გიორგი კანდელაკი და მოყოლილითაც ძნელია დაიჯერო, ეს რომ მე ჩემი თვალით არ მენახა, ჩვენ თვალწინ ისინი ევროპელ კოლეგებს არწმუნებდნენ, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს. ეს თუ არ არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მაშინ რა შეიძლება ასეთად შეირაცხოს.
ვიზალიბერალიზაცია
წულუკიანი: კანდელაკი და სხვები ევროპელებს არწმუნებდნენ, რომ უვიზო რეჟიმს არ ვიმსახურებდით
tbl.ge/5wlp
დაკოპირდა

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი 2017 წელს დაუჭირა.
ამავე თემაზე
- ფიშერი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გამოეხმაურა
- საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად გაუქმდა
- იოზვიაკი: EU-ს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება
- იოზვიაკი: EU-ს ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაცის შეჩერების გამარტივებას
- კირცხალია: საფუძველი არ არსებობს, რომ უვიზოს შეჩერების გამარტივება ჩვენს მიმართ გამოიყენონ




