ინფლაცია საქართველოში

ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც

ინფლაციასა და ფასებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო ქვეყნების უმეტესობაში, 30-40-წლიან რეკორდებს ხსნიდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში, ჩვენს სამეზობლოში, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული, ამ სივრციდან და ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.

ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მარტის თვიდან დაიწყებს უფრო შემცირებას და მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება შემცირებული ტრენდით, თუმცა, ის ნიშნული, რომელი ნიშნულიც გვქონდა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ანუ 3%-თან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოს, ამასთან დაკავშირებით პროგნოზები შეიძლება გადაიხედოს, იქიდან გამომდინარე, თუ რა ეკონომიკური მდგომარეობა იქნება მსოფლიო ეკონომიკასა და ჩვენს რეგიონში.

თუმცა, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება მომდევნო თვეებში და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისად ახლოს უნდა იყოს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი TV იმედზე.

კომენტარები