დომბროვსკისი: თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, რუსეთი აგრესიას სხვა ქვეყნებშიც გააგრძელებს

თუ ჩვენ უკრაინას მხარი არ დავუჭირეთ, რუსეთი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. აშკარაა, რომ პუტინი ამჟამად სამხედრო აგრესიის ხასიათზეა და სამწუხაროდ, ისე ჩანს, ის ამ აგრესიას სხვა ქვეყნებშიც გააგრძელებს. თუ რუსეთის აგრესიულ რიტორიკასა და განცხადებებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ იზრდება მათი უარყოფითი განწყობა ბალტიისპირეთის მიმართ. ამიტომ, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, შესაძლოა, მისი შემდეგი სამიზნე სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ. უკრაინაშიც სწორედ ანალოგიურად მოამზადეს ნიადაგი. მაგალითებზე უნდა ვისწავლოთ.

თქვა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა ეკონომიკის მიმართულებით, ვალდის დომბროვსკისმა.

კომენტარები