უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხვდა.
ბლინკენის თქმით, საერთაშორისო სივრცე ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელთა სიმამაცე კი მთელი მსოფლიოსთვის შთამაგონებელია.
"ჩვენ ვიხილეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით მხარდაჭერთა ზრდა. მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრის, მისი მთელი მთავრობისა და პრეზიდენტის ზელენსკის გამბედაობით. გამბედაობა, რომელსაც ისინი მსოფლიოს აჩვენებენ შთამაგონებელია". - თქვა ბლინკენმა.
თავის მხრივ - კულებამ მადლობა გადაუხადა ამერიკას მხარდაჭერისთვის. ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა ამისთვის რა ფასის გადახდა მოუწევს, დამოკიდებულია მოკავშირეთა მხარდაჭერაზე.
"უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს, რადგან ეს ხალხის ბრძოლაა საკუთარი მიწისთვის. ჩვენ მოვითხოვთ სწორ შედეგებს. კითხვა კი ფასშია - რა იქნება ჩვენი გამარჯვების ფასი. თუ ჩვენი პარტნიორები განაგრძობენ მკაცრი, სისტემური ნაბიჯების გადადგმას, რათა გააძლიერონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, თუ ისინი განაგრძობენ ჩვენს მომარაგებას საჭირო იარაღით, გამარჯვების ფასი ნაკლები იქნება. ეს გადაარჩენს ბევრის სიცოცხლეს უკრაინაში, შეინახავს ბევრის საცხოვრებელს, მეტი ბავშვი შეძლებს დაბადებას. ბევრი ტანჯვის არიდებას შევძლებთ". - თქვა დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ.





