საქართველო-ევროკავშირი

ზალკალიანი EU-ში განაცხადზე: ამ შესაძლებლობის არგამოყენება ყოვლად შეუძლებელია

მინდა, ძალიან გულწრფელი ვიყო, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა ჩვენი ამბიციური განაცხადი 2024 წლისთვის, ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი მომზადება სჭირდებოდა. ჩვენ ამისკენ დავიწყეთ გეგმაზომიერად სვლა. ამ კრიზული სიტუაციის გამო შეიქმნა შესაძლებლობა უაღრესად მნიშვნელოვანი და ამის არგამოყენება ახლა იქნება, რა თქმა უნდა, ყოვლად წარმოუდგენელი და ამიტომ არის საერთო ეროვნული კონენსუსი ამ თვალსაზრისით

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი TV იმედის ეთერში ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენაზე. 28 თებერვალს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, დავით ზალკალიანი ამბობდა, რომ EU-ში დაჩქარებულად მიღების მექანიზმი არ არსებობდა. მისი თქმით, "ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, კოლეგების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც ისინი იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით სოლიდარულები ვართ მათ მიმართ და, ამავე დროს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ".

კომენტარები