სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ახალი გარემოებები ჩვენთვის ახალ პერპექტივებს აჩენს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

ბრიუსელში ვიზიტისას მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის მიმართ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი გარემეოებები ახალ პერსპექტივებს აჩენს საქართველოსთვის, იქვე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ამ ახალ პერსპექტივებს საქართველო მომზადებული შეხვდეს. 

"დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინის ხელისუფლება. ვუცხადებთ სოლიდარობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია არის გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისთვის. ჩვენ მივიღოთ ის ზომები და რეფორმები, რაც ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია. დღეს ჩვენ და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალმა გარემოებებმა ახალი პერსპექტივა მისცა. აუცილებელია, რომ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად ვიყოთ". - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი განმარტა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, მეგობრებთან და პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობის გამოხატვა და საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგულება. 

"ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა.  მნიშვნელოვანი გამოწვევების პირისპირ ვართ.  ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი, მყარი და ერთიანი პოზიცია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ  მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, ჩემი პერსონალური მიმართება საქართველოსთან. გასულ თვეს მე ვეცადე ჩემს მაქსიმუმს, რათა მხარი დამეჭირა  სტაბილურობისთვის, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისთვის. 

[...] კრიტიკულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა. გამოვხატოთ ნათელი გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო წესრიგს, სამართალს, ევროკავშირის წესდების მხარდაჭერა. ეს არის მნიშველოვანი პრინციპები, რითიც შეგვიძლია შევაფასოთ მიღწეული პროგრესი. კავშირი საქართველოსა და ჩვენ შორის ნათელი და ხელშესახები იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის". - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

 

კომენტარები