რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსხვილი ბანკები, კრემლის ელიტა, ფინანსური ბაზარი – აშშ-ს სანქციები რუსეთს

ჯო ბაიდენი
The White House

აშშ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამას ექნება მკაცრი შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის, დაუყოვნებლივ და ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ საგანგებოდ შევიმუშავეთ ეს სანქციები ისე, რომ მაქსიმალურად გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს რუსეთზე და მინიმალური გავლენა აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებზე" - თქვა ბაიდენმა.

სანქციების ფარგლებში:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა, იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
  • შეფეხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებლის ზრდა
  • შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
  • სანქციები დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში
  • სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
  • სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს

ბაიდენის თქმით, ბანკები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ, მთლიანობაში 1 ტრილინზე მეტ აქტივს ფლობენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით რუსეთი არ იქნება გათიშული SWITF-ის საერთაშორისო სისტემიდან, თუმცა ბანკებისთვის დაწესებული სანქციებს მსგავსი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.

კომენტარები