ზინჩენკო პუტინს: იმედი მაქვს, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით ჩაძაღლდები

მანჩესტერ სიტის უკრაინელი ფეხბურთელი, ოლეკსანდრ ზინჩენკო Instagram-ზე უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა.

"იმედი მაქვს, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით ჩაძაღლდები, ნაძირალა!". - წერს ზინჩენკო.

ამ დროისთვის სოციალური ქსელიდან ზინჩენკოს სთორი უკვე წაშლილია, თუმცა, როგორც ფეხბურთელი განმარტავს, მისი სთორი Instagram-მა დაბლოკა.

25 წლის მარცხენა მცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკო დონეცკის შახტარის აღზრდილია. 2014 წელს რუსეთის მიერ დონბასის ოლქში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის გამო ზინჩენკო მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც ადგილობრივ უფაში 1 სეზონი გაატარა. 2016 წლიდან კი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს.

კომენტარები