საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა

სალომე ზურაბიშვილი / Facebook

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა. ზურაბიშვილმა და თევზაძემ 23 თებერვალს იუნკერთა ხსოვნას პატივი ერთად მიაგეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თევზაძე მრჩევლის თანამდებობაზე 2022 წლის 21 თებერვალს დაინიშნა.

დავით თევზაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას 1998-2004 წლებში იკავებდა, 2004 წელს იყო საქართველოში NATO-ს ელჩი. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.

კომენტარები