უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ესპანეთში რუსული ავიაკომპანიით - Aeroflot-ით არ გაფრინდა.
ინგლისურ კლუბს 2013 წლიდან Aeroflot-თან კონტრაქტი აქვს, რაც ევროპული მატჩებისთვის მათი ავიაკომპანიით სარგებლობას მოიცავს. ამჯერად, მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკო მადრიდთან გასამართი მატჩისთვის ბრიტანული ავიაკომპანიით - Titan Airways-ით გაფრინდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა არჩია, რომ მადრიდში ოფიციალური პარტნიორის, Aeroflot-ით არ გაემგზავროს მადრიდში. აგრძელებს პარტნიორობას Aeroflot-თან - ავიაკომპანიასთან და არა რუსეთის მთავრობასთან, თუმცა ესპანეთში Titan Airways-ით გაემგზავრებიან", - წერს სპორტული გამოცემის, ESPN-ის ჟურნალისტი.
მადრიდისკენ Aeroflot-ი 22 თებერვალს, 4 საათზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა ფრენა გაუქმდა.
გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინგლისური კლუბის გადაწყვეტილების შესახებ რუსული ავიაკომპანია საქმის კურსში იყო და მათი პარტნიორობა მომავალში შეუფერხებლად გაგრძელდება.