კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება

2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ჩვენ, რომ სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი გვქონდეს, ინგლისის მსგავსად 60% იყოს ბუსტერით აცრილი, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება, გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. ერთადეთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრა.

IPN-ს ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები