ადგილობრივი ექსპორტი

2022 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 47.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 331.3 მილიონი დოლარი  შეადგინა, რაც 47.6 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 84.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (49.5 მილიონი დოლარი), რუსეთი (35 მილიონი დოლარი) და თურქეთი (26.2 მილიონი დოლარი).

2022 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 66.3 მილიონი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 17.6 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6%).

კომენტარები