დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მიშელი: რუსეთს მუდამ ზეთისხილის რტოს ვერ შევთავაზებთ – მასშტაბურ სანქციებს მიიღებენ

ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთს მუდამ ზეთისხილს რტო შევთავაზოთ, როდესაც ისინი სარაკეტო წვრთნებს ატარებენ და ჯარების მობილიზებას აგრძელებენ. ერთი რამ ცხადია – თუ შემდგომი აგრესია იქნება, რუსეთი მასშტაბურ სანქციებს მიიღებს. საფასური რუსეთისთვის მძიმე უნდა იყოს და ეს ასეც იქნება, თუმცა გულახდილები ვიყოთ, ეს საფასური ჩვენთვის, ევროპისთვისაც იქნება. 

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიას. უკრაინელმა ხალხმა არჩევანი დემოკრატიულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობასა და რეფორმებზე გააკეთა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ არჩევანის რეგიონში პოტენციური გავრცელების გამო კრემლი მას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. რუსეთის მიზანი უკრაინის მიმართ დასავლეთისა და ევროპის მხარდაჭერის შესუსტებაა. ეს არასწორი გათვლაა, რადგან პროცესი მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებებს.

თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

კომენტარები