დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბერბოკი იარაღის მიწოდებაზე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, გერმანია არასდროს ჩაერთოს ომში

როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, თქვენს "კის" ან "არას" მოჰყვება შესაბამისი შედეგი. და თუ ეს შედეგი ბალანსირებაა, ჩვენი აზრით, ახლა შესაფერისი მომენტი არ არის იმისთვის, რომ კურსი 180 გრადუსით შევიცვალოთ. ჩვენ ყველა ერთნაირები არ ვართ, თუმცა ერთ მხარეს ვდგავართ. ჩვენ განსხვავებული როლი და წარსული გვაქვს. როცა ვიზიტით უკრაინაში ვიყავი, ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არა მარტო რუსეთის, არამედ უკრაინის წინაშეც. ამ ისტორიის გამო ჩვენ მშვიდობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა გვაქვს. თუ შევხედავთ პოლონეთს, საფრანგეთს – მაშინ ამ ქვეყნებს ჩვენ დავესხით თავს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ გერმანია არასდროს იყოს ჩართული ომში ან გენოციდში.

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალინა ბერბოკმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. უკრაინას თავდაცვით იარაღს აქტიურად აწვდიან დიდი ბრიტანეთი, აშშ და ბალტიის ქვეყნები. იანვრის ბოლოს, გერმანიამ უკრაიას 5 000 საბრძოლო ჩაფხუტი გადასცა. 

კომენტარები